Untitled-2_edited.jpg
Fon.jpg

ჩვენს შესახებ

„ჯორჯიან ბიზნესს ზონი“ 

 

  • „ჯორჯიან ბიზნესს ზონი“ არის ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვების მწარმოებელი კომპანია. რომელსაც აქვს საკმაოდ მასშტაბური საწარმოთა კომპლექსი ქ. ახალციხის სოფელ წნისში. კომპანია აწარმოებს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ,  როგორც ცხოველთა ასევე ფრინველთა საკვებ პროდუქტებს, საკვები გრანულების წარმოება ხდება თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით და ევროპული ნორმების შესაბამისად.

  • „ჯორჯიან ბიზნესს ზონი“-ს მიზანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მიწოდება საქართველოს და ამიერკავკასიის მეცხოველეობის და მეფრინველეობის სექტორისათვის! ვინაიდან ყოველთვის მოთხოვნადი და საჭიროა ეკოლოგიური პროდუქტი ნებისმიერ სფეროში - ის რაც ყოველთვის არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება.

  • „ჯორჯიან ბიზნესს ზონ“-ის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდების საშუალებით. 

„მაწიერი“ - ცხოველთა კომბინირებული საკვები 

 

„პირუტყვის საკვები პროდუქტის საწარმო - ქარხანა მდებარეობს ახალციხის რაიონის სოფელ წნისში და ფუნქციონირებს 2008 წლიდან. ქარხანა არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კომპიუტერის საშუალებით ხდება დაფქვილი ნედლეულის დოზირებით შერევა-შეზავება.

ჩვენი პროდუქცია არის სხვადასხვა ჯიშის პირუტყვისთვის განკუთვნილი.

პროდუქცია არის ორი სახის: გრანულები და ნახევრად გრანულები.

„მაწიერს“ აქვს პროტეინების და ცილების მაღალი შემცველობა, ეს არის ნატურალური ნედლეული - მცენარეული საკვები, არის მაღალკალორიული და ჯანმრთელი პროდუქტი.

„მაწიერი“ არის მინერალებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით გაჯერებული და დაბალანსებული პროდუქტი.

„მაწიერი“ არის იმ სახის ნივთიერებათა სრული ნაკრებით გამდიდრებული, რომელიც აუცილებელია ცხოველის ორგანიზმისათვის, აქვს მაღალი კვებითი ღირებულება.

„მაწიერი“ არის სრულიად ნატურალური ნედლეულისაგან მიღებული ჯანმრთელი პროდუქტი.