DDFDDAF0-D6E1-4528-8272-AE015BEB1D47.jpg

ჩვენი პროდუქციის
მიწოდება

ჩვენი საწარმოდან თქვენს ფერმამდე

მაწიერი

„მაწიერი“ მცენარეული სრულფასოვანი საკვებია, მდიდარი რაციონით, რომლის შემადგენლობაში შედის პურეულის, პარკოსნების, ზეთოვანთა მარცვლეული, აგრეთვე ბოსტნეული და ხილი, რაც ერთობლივად ქმნის მაღალკალორიულ ჯანმრთელ პროდუქტს.
 

„მაწიერი“ არის მინერალებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით გაჯერებული და დაბალანსებული საკვები პროდუქტი. ამიტომაც ჭამის შემდგომ სწრაფად ხდება ცხოველთა ორგანიზმში საჭირო ენერგეტიკული ელემენტების შეწოვა.

 

„მაწიერი“ მდიდარია ნივთიერებათა სრული ნაკრებით, რომელიც აუცილებელია ცხოველთა ორგანიზმისათვის. ამ პროდუქტის ღირსება და კვებითი ღირებულება მის ყუათიანობაზე აისახება და ბევრად მოკლე დროში მიიღწევა შედეგი:

 

  • პირუტყვი იწყებს წონის მატებას ყოველდღიურად, დანამატების გარეშე;

  • იზრდება წველადობა;

  • უმჯობესდება რძის ხარისხი, ხდება უფრო ცხიმიანი - მასში შემავალი ცილებისა და ცხიმების მაღალი შემცველობის ხარჯზე;

  • უმჯობესდება პირუტყვის რეპროდუქციული ფუნქციები;

  • ნოყიერი და ამავდროულად იოლად მოსანელებელი საკვები კარგად ანვითარებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.;

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას - პირუტყვს აქვს ჯანმრთელი კანი, ჩლიქები და პრიალა ბეწვი;

 

უდავოა ის ფაქტი რომ საკვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ნებისმიერი ცოცხალი ორგმანიზმისთვის და მისი სწორად ფუნქციონირებისთვის.

ამიტომაც არა მხოლოდ მიღება, არამედ საკვების შერჩევაც ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპია, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან მასში შემავალი კომპონენტები საჭიროა იყოს ნატურალური და სასარგებლო.

 

ჩვენ ვაწარმოებთ ისეთი ტიპის საკვებს რომელიც, სრულიად ნატურალურია, ჯანსაღია და გაჯერებულია ყველა საჭირო ვიტამინით და ისეთი კომპონენტით, რაც უნდა მიიღოს პირუტყვის ორგანიზმმა ჯანმრთელობისა და მისი სწორად ფუნქციონირებისთვის.

macieri logo.png

ყველაზე პოპულარული